რამდენიმე თვის წინ ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური „ბარსელონას“ კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი ახალ გუნდში გადასვლას აპირებდა.
გუშინ „ბარსას“ მეკარე გამოცემას „Football Espana” ესაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ახალი ხელსაყრელი შემოთავაზებისა, კატალონიის დედაქალაქის დატოვებას მაინც აპირებს.
კულუარული ცნობით ვიქტორ ვალდესი კარიერას ბრიტანულ გუნდებში, „არსენალში“ ან „ლივერპულში“ გააგრძელებს. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელს ფრანგული „მონაკოდანაც“ დაუკავშირდნენ.
31 წლის მოთამაშის გადაწყვეტილებამ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კლუბის უფროსობამ ახალი სეზონისთვის ძლიერი კარის დარაჯის ძიებაა უკვე დაიწყო.