აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა უკრაინაზე რუსეთის მთავრობის წინასწარ დაგეგმილ, არაფრით პროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური პასუხის შესახებ და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე. სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისადმი და პირადად საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, განვითარებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.