უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს.
„მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. სამწუხაროდ, ის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება, ჯერ არ არის მიღწეული. გადაწყვეტილება მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის არსებობს“, - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ზე.