უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„თუ თქვენ არ შეგწევთ ძალა დახუროთ ცა [დააწესოთ აკრძალული ზონა უკრაინის თავზე], მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები”, - თქვა მან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, ღმერთმა დაიფაროს, შემდეგი ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი იქნებიან“.