ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ჩვენს ისტორიაში შევა. ეს არის ნაბიჯი, გადადგმული ევროპულ ოჯახში ჩვენი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად და ეს არის დღე, რომელსაც ბევრი პროცესი უძღოდა წინ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოში გაწვერიანების განაცხადს მხარს დაუჭერენ.
„მინდა დაგარწმუნოთ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია. რაც შეეხება პროცედურებს. ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან შესაბამისი განაცხადის განხილვას დაჩქარებული წესით“, - განაცხადა მიქანაძემ.