ირაკლი ქადაგიშვილი: საკრალური დღე ხომ არ არის ეს შაბათი დღე?! - ალბათ, დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის

ირაკლი ქადაგიშვილი: საკრალური დღე ხომ არ არის ეს შაბათი დღე?! - ალბათ, დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის

საკრალური დღე ხომ არ არის ეს შაბათი დღე?! - ალბათ, დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ქადაგიშვილი ელოდება, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ყურადღება მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გამახვილდება.

"ალბათ, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტი გაკეთებული იქნება იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში რუსული აგრესიიდან და იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა, რაც ამ აგრესიამ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმოშვა. ასევე იმ განაცხადზე და შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზეც იქნება საუბარი, რაც აქედან წარმოიშვა, რომელიც ეხება განაცხადს, რომლის გაკეთებას საქართველო ევროკავშირში გეგმავს, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარსდგეს.