საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს

საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს

საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 2 მარტს უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყება გამოაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

„უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო, ამაღამ 38-მა ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი სარჩელით მიმართა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.