თეთრი სახლი ამერიკელებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებას არ ურჩევს

თეთრი სახლი ამერიკელებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებას არ ურჩევს

თეთრი სახლი ამერიკელებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებას არ ურჩევს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„უკრაინელებმა გამბედაობა გამოიჩინეს და თავიანთი თავის დასაცავად ყველა რესურსსა და ბერკეტს იყენებენ. ჩვენ მივესალმებით მათ მამაცობას, თუმცა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია ძალაშია. აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, კარინ ჟან-პიერმა.