მამუკა მდინარაძე: მიმავალ მატარებელზე შეხტომის მცდელობა აქვთ ჩვენს ოპონენტებს

მამუკა მდინარაძე: მიმავალ მატარებელზე შეხტომის მცდელობა აქვთ ჩვენს ოპონენტებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მაშინაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ვიზალიბერლაიზაცია -ესეც „ქართული ოცნების“ პირობებში. შემდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია. ამაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენს ქვეყანაში არც არსებულა და არც იარსებებს. 2017 წელს პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია, რითაც კონსტიტუციური პრინციპი და დავალება გახდა ნატო და ევროკავშირი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკა“-ში განაცხადა.

„ბოლო პერიოდში დაჩქარდა პროცესები, ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებთ. ოპოზიცია ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს პიარსვლებს, თითქოს ეს მოხდა მათი მოთხოვნის გამო. რაც უნდათ ის ილაპარაკონ. რამდენიმე სტატუსი წავიკითხე და იქ არ ჩანდა ის სიხარული, რაც ამ ფაქტს უნდა გამოეწვია. იყო მცდელობა ამ გადაწყვეტილების მიწერის. მიმავალ მატარებელზე შეხტომის მცდელობა აქვთ ჩვენს ოპონენტებს. კი ბატონო, ეს მატარებელი სწორი გზით მიდის. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო, მე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გავაკეთე ფრთხილი მინიშნება, რომ როგორც კი იქნებოდა შესაძლებლობა ჩვენ ამ განაცხადს გავაკეთებდით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ