ბექა დავითულიანი ოპოზიციას: თხოვნა მექნება - ჩამოწერონ, რომელი სანქციები ეგულებათ ისეთი, რომელიც საქართველოს არავითარ ზიანს არ მოუტანს და რისკების წინაშე არ დააყენებს

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: თხოვნა მექნება - ჩამოწერონ, რომელი სანქციები ეგულებათ ისეთი, რომელიც საქართველოს არავითარ ზიანს არ მოუტანს და რისკების წინაშე არ დააყენებს

თხოვნა მექნება ოპოზიციასთან - ჩამოწერონ, რომელი სანქციები ეგულებათ ისეთი, რომელიც საქართველოს არავითარ ზიანს არ მოუტანს და რისკების წინაშე არ დააყენებს და პირიქით, რუსეთს დააზარალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ემოციური ფონი გამძაფრებულია, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ.

„ემოციურად ყველას გვინდა, რომ ქმედითად დავუპირისპირდეთ რუსეთის ამ აგრესიას უკრაინაში, თუმცა ეს ქმედითი დაპირისპირება სამწუხაროდ არ აღმოჩნდება. სურვილი მეც მაქვს, რომ ჩემს ქვეყანას შესაძლებლობა და ძალა ჰქონდეს, რომ რუსეთის ეს აგრესია შეაჩეროს ან შეჩერება თუ არ შეუძლია, ის მაინც გააკეთოს, რომ გარკვეული პრობლემები შეუქმნას სანქციებით. მაგრამ ეს, საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით სამწუხაროდ ზეგავლენას ვერ მოახდენს რუსეთის რეალურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე მესმის ემოციები, რაც ოპონენტებს აქვთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს კონტრპროდუქტიულია. ვისაც ეს ესმის და ამის მიუხედავად ჯიუტად ამტკიცებს, თხოვნა მექნება - ჩამოწერონ, რომელი სანქციები ეგულებათ ისეთი, რომელიც საქართველოს არავითარ ზიანს არ მოუტანს და რისკების წინაშე არ დააყენებს და პირიქით, რუსეთ მოუტანს ზიანს, ასეთ დოკუმენტს თუ მაჩვენებენ მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.