რამდენიმე დღის წინ ერთი საინტერესო ჭორი გავიგე, რომ ჟურნალისტი ნათია კობერიძე და ცნობილი ნაციონალი, ექსპერტი მიშა თავხელიძე დაოჯახდნენ და ერთად ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ, ამ ჭორის დაჯერება გამიჭირდა, რადგან რამდენიმე თვის წინ ნათია კობერიძე ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ინტერვიუში თავის ცხოვრების ერთ-ერთ მონაკვეთზე საუბრისას მეუღლეზეც ყვებოდა:
''ამასობაში ორი ბავშვი გავაჩინე და ''რუსთავი 2''-ში ვეღარ გავაგრძელე მუშაობა, იქ ჩემი ქმარი ვახტანგ მაისურაძე მუშაობდა და ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ორივეს ერთად არ უნდა გვემუშავა. ჩემი მეუღლე არის ტელევიდეოპროდუქციის სელექციის მენეჯერი, იგივე პროგრამების მენეჯერი. ჩვენ ''რუსთავი 2''-ში გავიცანით ერთმანეთი''.
ინფორმაციის გადამოწმებამდე მიშა თავხელიძის ''ფეისბუქის'' პროფილს გადავხედე, სადაც ნათიასთან ერთად გადაღებული საკმაოდ ბევრი ფოტო უდევს. ამ ამბის რეალობაში დასარწმუნებლად მიშა თავხელიძეს დავუკავშირდი და რამდენიმე კითხვა დავუსვი...
- ბატონო მიშა, გამარჯობა, ქეთი მელაძე გაწუხებთ ''რეიტინგის'' ჟურნალისტი, როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
- მადლობა, კარგად. ერთი ჭორი გავრცელდა თქვენზე და გადასამოწმებლად გირეკავთ.
- აბა, რაო?
- ამბობენ, რომ თქვენ და ჟურნალისტი ნათია კობერიძე დაოჯახდით. მართალია ეს ინფორმაცია?
- ერთი წუთით... (ცოტა ხნის შემდეგ) ალო, დაოჯახებაში რას გულისხმობთ?
- ერთად ხართ, გიყვართ ერთმანეთი და ძალიან კარგად გრძნობთ თავს.
- კი, ასეა.
- ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- დიახ...
- რომ თქვენ და ნათია კობერიძე ერთად ხართ, გიყვართ ერთმანეთი...
- კი, დიახ.
- დაოჯახებას ჯერ არ გეგმავთ?
- გარდა იმისა, რაც გითხარით, ჩემს პირად ცხოვრებაზე შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.
- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- თქვენც ასევე, მადლობა, ნახვამდის.