„რუს ოკუპანტებს ორი გზა აქვთ: განადგურდნენ ან დანებდნენ. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ამიტომ დავიცავთ მას სისხლის ბოლო წვეთამდე“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.
„მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ აწარმოებს სისხლიან ომს აგრესორი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ. რუსი ოკუპანტები უმიზნებენ მშვიდობიან ქალაქებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესორი ისე მოიგერიეს, რომ იძულებული გახადეს, შეტევის გასაგრძელებლად, რეზერვის შესაქმნელად მობილიზებულიყო. მტერმა დაკარგა ტაქტიკური ინიციატივა“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.