უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 7-8 მარტს განიხილავს. უკრაინა რუსეთს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ეწირება. კიევის მოთხოვნით, ამ დანაშაულისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.