გია ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს

გია ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს


გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე “ნაცმოძრაობას” წარმოადგენს


დარწმუნებული ვარ, ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი მიმართვის მომზადებაში ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც დღემდე “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს,- აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე “სასიამოვნოდ მოსასმენი იყო იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა შეექმნათ“.

“ათასობით ჩვენი მოქალაქე სისხლს აბარებს. ათასობით ტვირთი უკრაინაში იგზავნება. ათასობით ადამიანი უკრაინის გვერდით დგას და პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოზიციას გამოხატავს. უშველებელი რაოდენობაა საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებისა, რასაც საქართველო არა თუ შეუერთდა, ინიციატორიც იყო. გარდა ამისა, საქართველოში ათასობით ადამიანია, ვინც არის დევნილი, ვინც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძევლად ან სახეში აქვს დამიზნებული ტანკის ლულა. ასეთ ვითარებაში საქართველოდან ელჩის გაწვევა გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გაუგებრობაა! იმედია, რომ კონსულტაციები, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება გაწვეულ ელჩთან ჩაატარებს, სწორედ ამ სურათს წარმოადგენს. მით უფრო, როცა უკრაინის ელჩი ბელორუსიიდან არ არის გაწვეული. ქედს ვიხრით და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ხალხისა და მებრძოლების მიმართ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოხალისეთა წასვლის ორგანიზება სახელმწიფოს მხრიდან საომარ მოქმედებებში არაპირდაპირ ჩართვას ნიშნავს.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ვოლსკის თქმით, “ეკონომიკური სანქციების, ეკონომიკური დაზიანებისა თუ სამხედრო აგრესიის რესურსი რუსეთს გააჩნია“.

“მით უფრო იმ პირობებში როცა წინამორბედმა ხელისუფლებამ მათ ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის აგრესიის თავიდან არიდებით არის ნაკარნახევი“, - დასძინა გია ვოლსკიმ.

არაგველი641 ბ-ნო გია, ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელად მოაზროვნე საზოგადოების აზრიც ეგაა!
3 წლის უკან