აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელის მეორე სასამართლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. 21 მაისს გაირკვევა უკანონო ნივთის ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენების მუხლით ბარათელს სამ წლამდე პატიმრობას დაუმატებენ, გაამართლებენ, თუ ბრალს მოუხსნიან. მსახიობები, ადვოკატები, ჟურნალისტები, მწერლები, დიასახლისები, უფლებადამცველები, ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში დახვრეტილი ადამიანების ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომის ვეტერანები მოითხოვენ პირველმა არხმა უწყვეტად გადაიღოს გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესი, რომელიც 21 მაისს 14 საათზე განახლდება.
განცხადება, რომლის შინაარსსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, პირველი არხის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სახელზე 14 მაისს ტელეარხის კანცელარიაში შევიდა. განცხადებას ხელს აწერენ:
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, უფლებადამცველი მიხეილ მუმლაძე, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, ომის ვეტერანი ვახტანგ ხარაბაძე, ომის ვეტერანი გიორგი კუპრაშვილი, ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი, უფლებადამცველი ჯამბულ გამცემლიძე, „გადაარჩინე სიცოცხლე“ - იური ვაზაგაშვილი, უნივერსიტეტელი მარიამ ცაცანაშვილი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვის და - ვალენტინა ხუბულოვი, ალეკო დათუკიშვილი, გელა დოლიძე, „ვეტერანთა ლეგიონის“ თავმჯდომარე მალხაზ თოფურია, ნანა კაკაბაძე;
ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე, ა/ორგანიზაცია “ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის“ - ნატო ხოხიაშვილი, მსახიობი და მედია-კავშირ “ობიექტივის“ წამყვანი ნანა ხურითი, მსახიობი და მედია-კავშირ “ობიექტივის“ წამყვანი ლილი ხურითი, გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ა/ო. “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ - გრიგოლ გაგნიძე, მწერალი ერეკლე საღლიანი, ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი, ომის ვეტერანი ხუტა ნაჭყებია, ომის ვეტერანი ნოდარ ტერტერაშვილი, ომის ვეტერანი ვიქტორ კუსიანი, ჟურნალისტი ნინო ცხოიძე, დიასახლისი მაყვალა ნადაშვილი;
ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, მედია-კავშირ “ობიექტივის“ წამყვანი სოსო ზაალიშვილი, მედია-კავშირ “ობიექტივის“ პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია, მედია-კავშირ “ობიექტივის“ პროდიუსერი ანი კიკნაძე, გიორგი მიქიაშვილი, ინტერნეტგამოცემა for.ge-ს კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, მსახიობი მარიკა ჭიჭინაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე, ინტერნეტგამოცემა for.ge - გია იაკობაშვილი, ინტერნეტგამოცემა for.ge - როზი ჯღამაია;
რუსუდან შარაძე, “ობიექტივის“ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, უფლებადამცველი კოტე ინაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი მაღალაშვილი, რეჟისორი ბექა ურუშაძე, ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.
სასამართლო პროცესის უწყვეტი გადაღების იდეა ეკუთვნის ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძეს, რომელიც გურამ შარაძის ოჯახის ინტერესებს იცავს და ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელიც გიორგი ბარათელის უფლებებს იცავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული “ქართული მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელთან ნათია კაპანაძესთან სიტყვიერი კონსულტაცია გავიარე და ამის შემდეგ შევადგინეთ განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო გიორგი, გთხოვთ, უზრუნველყოთ ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვის უწყვეტი ვიდეოგადაღება. სასამართლო სხდომა განახლდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2013 წლის 21 მაისს, 14 საათზე. საქმეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი უძღვება. ბარათელს ბრალი ედება უკანონი თვითნაკეთი ნივთის, ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენებაში, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ბარათელი მსჯავრდებულია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში და სასჯელს იხდის 2007 წლის 20 მაისიდან. მას 26 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.
ახლა, თუ კი მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ჩათვლის, რომ ბარათელმა მართლაც შეინახა და მოიხმარა აკრძალული ნივთი, შესაძლებელია სასჯელი დაუმძიმდეს. მუხლი, რომლითაც ბარათელს ბრალი აქვს წარდგენილი, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბარათელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი თვლის, რომ ე.წ. შტირის ინცინდენტი მასზე განხოციელებული იმ პერმანენტული ზეწოლისა და პროვოკაციების ნაწილია, რომელიც 2007 წლის 20 მაისს - გურამ შარაძის მკვლელობის დღიდან დაიწყო.
გიორგი ბარათელის საქმესთან დაკავშირებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, რასაც მოწმობს სხვადასხვა ტელევიზიების მიერ ზემოხსენებული საქმის გაშუქება, გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიები და ინტერნეტგამოცემებსა და სოციალურ ქსელში განთავსებული მასალები.
20 მაისს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან ექვსი წელი სრულდება. განაჩენი გამოტანილია, გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს კონკრეტული პირი - გიორგი ბარათელი იხდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, გურამ შარაძის ოჯახს და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს 2007 წლის 20 მაისის მკვლელობასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მით უმეტეს, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ახალი გარემოებები და აკადემიკოსის მკვლელობასთან დაკავშირებული ახალი პირები გამოიკვეთა.
აკადემიკოსის ოჯახი 2007 წლის 20 მაისიდან დღემდე აცხადებს, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. გურამ შარაძის ოჯახი, მათი უფლებების დამცველი ადვოკატები, გიორგი ბარათელი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი და უზრუნველყოთ ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვის უწყვეტი ვიდეოგადაღება“.