საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.
„ამას ორი საკვანძო მიზეზი ჰქონდა. პირველი - საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო წესდება. მეორე - გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს“, - აღნიშნა უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა.
დღეს, მორიგ ბრიფინგზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.