მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის Sony, Warner Bros, Disney და Marvel-ი არიან, რუსეთში კინოპრემიერებს დროებით აჩერებენ.
გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, Warner Bros სტუდიამ რუსეთში „ბეტმენის“ გამოსვლა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩერა.
„უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო WarnerMedia-მ რუსულ კინოთეატრებში „ბეტმენის“ გაშვება შეაჩერა. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას და იმედი გვაქვს ამ ტრაგედიის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Sony-მ კი ფილმ „მორბიუსის“ გამოშვება შეაჩერა, Disney კი გახდა პირველი ჰოლივუდური კინოსტუდია, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან.
ცნობისთვის, Netflix-მა 2022 წლის პირველი მარტიდან რუსეთის 20 ფედერალური არხის ტრანსლირებაზე, უარი უკრაინაზე თავდასხმის გამო თქვა.