რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გაზეთის თანამშრომლების მტკიცებით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
ახალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ კლუბი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი დავიდ მოიესი ჩაიბარებს. ამ ადამიანთან უეინ რუნის დაძაბული პირადი ურთიერთობა გააჩნია. ამ მიზეზის გამო რუნიმ მანჩესტერული კლუბის დატოვება სერიოზულად განიზრახა.
„The Sun”-ს რომან აბრამოვიჩის გუნდის მცველი დავიდ ლუისი ესაუბრა. მოთამაშის მტკიცებით, უახლოეს ორ-სამ კვირაში რუნი „ჩელსის“ მაისურს ოფიციალურად მოირგებს.
კულუარული ცნობით, რუნის აბრამოვიჩის წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ფეხბურთელმა წინადადება მიიღო და პრემიერლიგის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ „ჩელსიში“ გადასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.