იბრაჰიმოვიჩი „პსჟ“-ში რჩება

იბრაჰიმოვიჩი „პსჟ“-ში რჩება

ერთი კვირის წინ იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ  შვედეთის ეროვნული გუნდისა და კლუბი „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის „იუვენტუსში“ გადაბარგდებოდა.

გუშინ საფრანგეთის საფეხბურთო პირველობის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. „პსჟ“ სტუმრად კლუბ „ლიონს“ დაუპირისპირდა და მასპინძლების დამარცხება მოახერხა - 1:0. ამ წარმატების შემდეგ კარლო ანჩელოტის კლუბმა ჩემპიონის ტიტული ვადამდე ადრე მოიპოვა.

დღეს დილით გამოცემა „Goal.com” ზლატან იბრაჰიმოვიჩს ესაუბრა. შვედი შემტევის მტკიცებით ის გუნდის გამოცვლას არ აპირებს და მომავალ სეზონშიც პარიზულ კლუბში იასპარეზებს.

„რამდენიმე კვირის წინ ამჟამინდელი გუნდის დატოვებას ნამდვილად ვფიქრობდი. ამ თემაზე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ და კარიერის „იუვენტუსში“ გაგრძელება აღარ მსურს.

„პარი სენ ჟერმენთან“ კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს. დარწმუნებული ვარ რომ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირში გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებ. რამდენიმე დღის წინ იტალიური კლუბის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დამიკავშირდნენ და ტურინში გადასვლაზე უარი განვუცხადე“. - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.