ამერიკული ჟურნალის, Сonsumer Reports-ის ექსპერტებმა 2022 წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგი შედგა მომხმარებლებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის უსაფრთხოებას, სანდოობას და ენერგოეფექტურობას მოიცავდა.
რეიტინგი ავტომობილების ღირებულების მიხედვით კატეგორიებად დაიყო. $25000-მდე კატეგორიაში საუკეთესოებად სედანი Nissan Sentra და ქროსოვერი Nissan Rogue Sport-ი დასახელდნენ.
$25000-35000-იან კატეგორიაში საუკეთესო შეფასებები Subaru Forester-მა, Honda Accord-მა და Toyota Prius-მა დაიმსახურეს.
$25000-35000-იან კატეგორიაში ექსპერტებმა უპირატესობა Toyota RAV4 Prime-ს, Kia Telluride-სა და Honda Ridgeline-ს მიანიჭეს.
$45000-ზე მეტი ღირებულების ავტომობილებში კი ელექტროქროსოვერი Ford Mustang Mach-E და Lexus RX-ი გამოარჩიეს.