გაერთიანებული სამეფოს 95 წლის დედოფალი ელისაბედ მეორე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, კვლავ აგრძელებს მუშაობას და „მსუბუქ მოვალეობებს“ ასრულებს, - ინფორმაციას BBC ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სავარაუდოდ, დედოფალი ყოველდღიურად კითხულობს გაერთიანებული სამეფოს მინისტრების დოკუმენტებს და მისთვის გაგზავნილ წერილებს, საჭიროების შემთხვევაში, ხელს აწერს დოკუმენტებს და ამტკიცებს მათ“, - წერს BBC.
ბუკინგემის სასახლემ 20 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალს კორონავირუსი დაუდგინდა. სასახლეში აცხადებენ, რომ მონარქს მსუბუქი, „გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს“.