სპორტული კომენტატორის პროფესია ურთულესი საქმიანობაა. ამ სპეციალობაში მომუშავე ხალხი დარგში ჩინებულად უნდა ერკვეოდეს და უხეში შეცდომების დაშვებას მოერიდოს. ქართველი გულშემატკივრები პრეტენზიულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან. ისინი ერთნაირი გულმოდგინებით არჩევენ როგორც საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე ბატალიებს, ასევე კომენტატორის მიერ წაყვანილ ტელე თუ რადიო რეპორტაჟს.
დღევანდელ წერილში ამჟამინდელი სპორტული წამყვანების „მარგალიტებს“ წარმოგიდგენთ. ზოგიერთ „ნიმუშს“ ოფიციალური „მშობელი“ გვერდით მითითებული ჰყავს, გამონათქვამების ნაწილის „ავტორებზე“ კი სჯობს მკითხველმა თავად იმსჯელოს.
რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ქართულ ფორუმებს ვესტუმრე და ქართველი სპორტული კომენტატორების მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული ორიგინალური წინადადებების ქვემოთმოყვანილი კრებული შევადგინე.
“ყველაფერს აიტანს კაცი, მაგრამ დაუკვირდით რამდენჯერ ახსენებს ხოლმე ობოლაძე ფრაზას "თანამედროვე ფეხბურთი" 90 წუთის განმავლობაში.“
“მოედანზეა ორი ფილიპო - ანდრეს ინიესტა და სამირ ნასრი.“
“მახსოვს ესპანეთის პირველობაზე „სპორტინგი“ რომ გაანადგურა „რეალმა“. ამ თამაშის დროს დრენტე წაიქცა და გეგელია იძახდა - ცუდი ტრამვა მიიღო, მაგრამ ეშველება ალბათო. ამ დროს კადრი გადავიდა „სპორტინგის“ მეკარეზე და ამას რაღა უნდა ეშველოს ამ უბედურსო.“
“რომა“ – „იუვე“ მიდიოდა ერთ-ერთ არხზე. 4:0-ია ანგარიში და 11 მეტრიანი დაინიშნა. დაარტყა ტრეზეგემ და ვერ გაიტანა. დაიწყეს ჩვენმა კომენტატორებმა "მსჯელობა": ტრეზეგემ ისე დაარტყა რომ მეკარის მაგიერ ბოძი რომ მდგარიყო ისიც კი აიღებდაო. ამ დროს კოლეგა უსწორებს (თან სერიოზულად მსჯელობენ): არა პრინციპში ბოძი რომ ყოფილიყო მაგ შემთხვევაში ტრეზეგე შუაში ხომ აღარ დაარტყავდა და შესაბამისად გაიტანდაო. მართალი ხარო დაეთანხმა პირველი და ბოლო ბოლოს კონსენსუსამდე მივიდნენ.“
“რამდენიმე „საინტერესო“ გამონათქვამი ამოვკრიბე და ქვემოთ მოგიყვანთ: ცნობილაძე: ”გავრისკავ და ვიტყვი“.
მინაშვილი: ”თავისთავად ცხადია“.
კოტორეიშვილი: ”თუმც ჯერარდს ჭვინტი უნდა დაერტყა“.
გვენცაძე: ”ლასა დიარა“.
დვალიშვილი: ”ამან რა უნდა თქვას, ისედაც რო შეხედავ გაგეცინება კაცს“.
''და აი მსაჯი ალან ვაილი რომელსაც არ ეზარება ხელის ჯიბესთან მიტანა და ბარათების გაძრობა''
"ღრიჭო ვერ მოძებნა სადაც ბურთს გააძვრენდა", - ცინცხალი ფრაზაა.
“რობინ ვამპერსი რთავს სიჩქარეს“.
“ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბურთი ააცილა „ბაიერნის“ კარს და ობოლაძე შემდეგ კომენტარს აკეთებს: "პირდაპირ კარში რომ დაერტყა იგივე ტრაექტორიით... ბლა, ბლა, ბლა“.
"ოლიმპიკმა გაათანაბრა „მარსელთან" ვახ ბიჯოოოო“.
“ჩააწოდა დვალიშვილმა, დვალიშვილმა დაუგდო და დვალიშვილის დარტყმა“.
“ბურთით ტიაგოა, უკაცრავად, ტიაგო კი არა მოტაა ბურთით“.
“სიტუაციას აკონტროლებს სეზარი, უკაცრავად ვალდესი“.
“კატალონიელები განაგრძობენ კომბინირებას“.
“უსტვენენ, უსტვენენ იბრა“გ“იმოვიჩს. ალბათ ასევე დაუსტვენენ ეტო'ოს, თუმცა „ნოუ კამპზე“ უფრო თბილი ხალხია და თბილად მიიღებენ“.
“ვალდესი: ხოტორა, “ბარსაში“ თამაშობს, მუქი ფორმა აცვია, სეზარი: თმიანი, „ინტერში“ თამაშობს, ღია ფორმა აცვია“
“ვახო გეგელიას ერთხელ „ბარსა“-„რეალის“ შეხვედრა მიჰყავდა და რამდენიმე „საინტერესო“ წინადადება წამოსცდა:
1. „რეალი“ სტალინგრადივით იცავს თავს.
2. ამასაც უბედური დარტყმა აქვს.
3. ყველა სქესის გულშემატკივარს გვიჩვენებენ ოპერატორები.
4. აი, „რეალიც“ როგორ იკბინება.
5. აბა რაული ყოფილიყო, გიჩვენებდით მოტყუებულ მეკარეს და შეგდებულ გოლს!
6. მესის ასოთიც ვერ აჩერებენ“.
“სანდრო ცნობილაძე: „წყევლა და კრულვა ალდაირს“.
“სანდრო ცნობილაძე: „იბრაჰიმ ბა - უცნაური სახელისა და გამომეტყველების ფეხბურთელი რომლითაც მხოლოდ ბავშვების შეშინება შეიძლება“.
“თემურ ჯაფარიძე: დღეს ილიჩოვეცის სტადიონზე რუსი დათვები ჩამოვატყავეთ“.
“დიმა ობოლაძე: „შეტევაზე გადავიდა ლუის ვან გაალი“.
“ნიკოლაი ოზეროვი: „უდარ გოლ, ხუი გოლ ბლიად შტანგა“.
“ეროსი მანჯგალაძე: „მატჩი დამთავრდა ანგარიშით 2-1 თბილისის დინამოელთა სასარგებლოდ. ერთი გოლი თქვენთვის შემოვინახე ძვირფასო გულშემატკივრებო (რადიორეპორტაჟში გოლი დამალა მთელი თამაში)“.
„კოტე მახარაძე: „მერსედესის“ კი არა ერთი, ჯაბახანა ეტლის ღირსიც არავინ იყო .(1996-ის შესარჩევში ინგლისთან პრიზად „მერსედესი“ იყო დაწესებული)“.
"კატალონებმა" შეუტიეს“.
“გეგელიამ თქვა ადრე, მაგარი მარგალიტი. მახსოვს „ლაციოს“ თამაში იყო, ოდო მანდ თამაშობდა ჯერ კიდევ და ამან გაგანია შეტევის დროს ჩვენც გვყავს ჩვენი ოდო „დინამოში“ ოდიკაძის სახითო“.
"რეალში“ არის რამდენიმე ექსტრა კლასის იგროკი"
“მათეუსი და ლუკა ტონი სხედან ტრიბუნაზე, ალბათ „ბაიერნს“ გულშემატკივრობენ“.
“ერთხელ ინგლისის პირველობის ტრანსლაცია იყო და თუ არ ვცდები ვინმე ბოლი მოკვდა და წუთიერი დუმილი იყო. ეს ცნობილაძე კი მთელი სერიოზულობით იძახის, მთელი სტადიონი ბოლის გარდაცვალებას მიესალმებაო“.
“გუშინ „ბარსას“ თამაშზე ჰაჯი იჯდა ტრიბუნაზე და ცნობილაძე იძახის სტოიჩკოვიო“.
"დესაიმ იმდენი ირბინა დღევანდელ მატჩში რომ თავზე კვამლი ასდის“. (ობოლაძე).
"მარჯვენა ფლანგზე თამაშობს რივალდო (არადა - რაიციგერი), გრძელი პასით საპირისპირო ფლანგზე მოძებნა (პაუზა) რივალდო (ამჯერად მართლა რივალდო)". (ობოლაძე).
"საჯარიმოში მიიღო ბურთი იორკმა (დუაიტ იორკი), (პაუზა) უკაცრავად, სოლსკიაერმა“. (ობოლაძე).
"გაუგებარია ისეთი დონის გუნდს როგორიც „რეალია“, რატომ ჰყავს დაცვის ცენტრში ორი ისეთი ფეხბურთელი როგორებიც არიან - ივან კამპო და ფერნანდო სანსი. გასაგებია რომ ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტის შვილია, მაგრამ ივან კამპო ხომ არავის შვილი (!!!) არაა?!" (ცნობილაძე).
“გადის ბოიანი და მის ნაცვლად შემოდის კრკიჩი, ახალგაზრდა ფორვარდი“.