ერთ-ერთ ადრინდელ საბჭოთა კინოსურათში, მსახიობი ბორის წიფურია დიდი სტალინის როლს ასრულებდა და უნებლიედ ყველას ყურადღებასაც იპყრობდა. ალბათ მაინც უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად მსახიობს გადავცემთ.
„სტალინის როლს ვთამაშობდი. პირველი გადაღება წითელ მოედანზე მქონდა.
სპასკის ჭიშკრიდან გამოვედი, მისი ზუსტი „სახით“ - სრულ გრიმსა და კოსტიუმში. ამ დროისათვის მოედანზე უკვე მოსულიყვნენ პირველი დამთვალიერებლები. ყველამ „ცოცხალ სტალინს“ მიაპყრო მზერა. ბოლოს ცხადია შეამჩნიეს, რომ კინოგადაღება მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა ომის ვეტერანმა მთხოვა, თავის ბავშვთან ერთად გადაეღო ჩემთან სურათი სამახსოვროდ.
შემდეგ ვიღაცამ სასოწარკვეთით დაიყვირა: „მამა! მამა! როდესაც შენ ცოცხალი იყავი, მე მაძღარი გახლდით და საერთოდ ადამიანი ვიყავი, დღეს კი მშიერი ვარ. მამა, გვიშველე მამა, გადაგვარჩინე!“.
ყველა მხიარულ გუნებაზე დადგა და მერწმუნეთ, არც ერთი ბოროტი გამოხედვა არ შემიმჩნევია „სტალინის“ მისამართით“.