მსახიობები ფილმებსა და სერიალებში კონკრეტული პერსონაჟის დამაჯერებლად განსახიერებისთვის ხშირად განსხვავებულ უნარებს ეუფლებიან, როგორებიცაა, ბალეტი, ციგურაობა, ინსტრუმენტზე დაკვრა და ა.შ. გამონაკლისი არც ტომ ჰოლანდია.
ცოტა ხნის წინ ტომ ჰოლანდის ახალი ფილმის, Uncharted-ის პრემიერა შედგა. ფილმის შესახებ ინტერვიუში ტომმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ ფილმისთვის ბარმენობის შესასწავლად სპეციალურ კურსებზე დადიოდა, ახალი უნარის გასაუმჯობესებლად კი ლონდონის ერთ-ერთ ბარში რამდენჯერმე იმუშავა კიდეც.
"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიყვარს ჩემი პროფესია, ახალი უნარების გართობის ნაცვლად გარკვეული მიზნის მისაღწევად სწავლის შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ ბარმენობის შემსწავლელ სკოლაში დავდიოდი. ლონდონის ერთ-ერთ ბარში რამდენიმე ცვლაში ვიმუშავე, რაც ძალიან სახალისო იყო", — იხსენებს ტომ ჰოლანდი.
თუმცა მალე ბარის სტუმრებმა ენერგიულ ბარმენში ტომ ჰოლანდი ამოიცნეს და მისი ახალი საქმიანობის შესახებ ქალაქში ყველამ გაიგო.
"ქალაქში გაიგეს, რომ ამ ბარში სასმელებს ტომ ჰოლანდი ამზადებდა და ამას მალე უფროსი მენეჯერიც მიხვდა. საბოლოოდ, ბარიდან გამომაგდეს", — განმარტავს ტომი.
საბოლოოდ, ტომის წყალობით ბარის პოპულარულობა გაიზარდა, ამიტომ მხარეები მალევე შერიგდნენ და ჰოლანდი ბარში დაბრუნდა. მსახიობის იღბლიან გულშემატკივრებს კი მისი მომზადებული სასმლის დაგემოვნების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცათ!