ჯამალ ედვარდსი, რომელმაც 16 წლის ასაკში მუსიკალური პლატფორმა შექმნა და დღეისთვის ცნობილ მრავალ ვარსკვლავს დაეხმარა წარმატებაში, 31 წლისა გარდაიცვალა

ჯამალ ედვარდსი, რომელმაც 16 წლის ასაკში მუსიკალური პლატფორმა შექმნა და დღეისთვის ცნობილ მრავალ ვარსკვლავს დაეხმარა წარმატებაში, 31 წლისა გარდაიცვალა

ჯამალ ედვარდსი, რომელიც, მუსიკის სფეროში გაწეული შრომისთვის, 2015 წელს დააჯილდოვეს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ედვარდსმა 2006 წელს მუსიკალური ონლაინპლატფორმა SBTV დააარსა და დღეისთვის ცნობილ მრავალ მუსიკოსს დაეხმარა წარმატებაში. მათ შორის არიან რეპერი დეივი, Skepta და ედ შირანი.

SBTV ახალი შემსრულებლების აღმოსაჩენად შეიქმნა და დღეს პლატფორმას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ედვარდსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.