AMC-მ მოსიარულე მკვდრების მორიგი სპინოფის - „მოსიარულე მკვდრების ისტორიები“ 6 ახალი მსახიობი დაასახელა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერიალში ითამაშებენ: ოლივია მანი, დენი რამირეზი, ლოან ჩაბანოლი, ემბეტ დევიდცი, ჯესი თი აშერი და გეიჯ მანრო. მანამდე კომპანიამ სერიალში მონაწილე კიდევ 5 მსახიობის ვინაობა გაამხილა.
6-ეპიზოდიანი სერიალი ანთოლოგიის პრინციპზე იქნება აწყობილი, თითო ეპიზოდს გადაიღებენ რეჟისორები: ჰაიფაა ალ-მანსური, დებორა კამპმეიერი და ტარა ნიკოლ ვეირი, პროექტის პროდიუსერ მაიკლ სატრაზემისი კი დარჩენილ 6 სერიას გადაიღებს.
თითო სერიის ქრონომეტრაჟი 1 საათი იქნება, ახალ პერსონაჟებთან ერთად მასში „მოსიარულე მკვდრების“ სამყაროს ძველი გმირებიც გამოჩნდებიან. პროექტის პრემიერა AMC-სა და AMC+-ზე ზაფხულში შედგება.