ქალთა თეთრეულის ამერიკულმა მწარმოებელმა Victoria’s Secret-მა პირველად ისტორია წარადგინა კამპანია, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე მოდელმაც მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ მოდელი საკუთარ Instagram-ზე წერს.
25 წლის პუერტორიკოელი სოფია ჯირა გახდა ბრენდის კოლექციის, Love Cloud-ის ინკლუზიური რეკლამის სახე გახდა.
„ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, ბევრს ვშრომობდი და დღეს ჩემი ოცნება ახდა. ახლა შემიძლია ჩემი საიდუმლო გაგიზიაროთ. მე გავხდი დაუნის სინდრომის მქონე Victoria’s Secret-ის პირველი მოდელი“, - წერს სოფია.
ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი ზოი გროსმანი გახდა, რომელსაც მანამდე ირინა შეიკთან, სკარლეტ იოჰანსონთან და ბელა ჰადიდთან უმუშავია.