ბობ ფარელი რუსეთში აღესრულა

ბობ ფარელი რუსეთში აღესრულა

1970-იანი წლების ერთ–ერთი  პოპულარული ჯგუფის, “ბონი ემის“ სოლისტი ბობ ფარელი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის ფაქტი საზოგადოებას ფარელის აგენტმა გუშინ ამცნო.

 

ფარელი რუსეთში, კერძოდ კი, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სასტუმროში გუშინ დილით გარდაიცვალა. მას რუსეთში გასტროლები ჰქონდა.

 

როგორც მისი აგენტი აცხადებს, ფარელმა ორი დღის წინ დაგეგმილ შოუში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამთავრების შემდეგ მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და შეუძლოდ გახდა.

 

ფარელი პოპულარული ჯგუფის “ბონი ემის“ ლიდერი იყო. “ბონი ემი“ გერმანიაში დაფუძნდა. ჯფუფი 1986 წელს დაიშალა. მათი ცნობილი ჰიტებია: Daddy Cool და By Rivers Of Babylon. ბობ ფარელი ამსტერდამში ცხოვრობდა.