„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, 25 წლის სოფი ტერნერი და მისი მეუღლე 32 წლის მომღერალი ჯო ჯონასი კვლავ უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში არიან. როგორც იცით, წყვილს პირველი შვილი 2021 წლის ივლისში შეეძინათ.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში ახალი ფოტოები გავრცელდა, უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება.
სოფის და ჯოს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ სოფი და ჯო უკვე დიდი ხანია რაც ერთად არის, ისინი 2019 წლის მაისში ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, ქორწილის მეორე არაოფიციალური ცერემონია კი მოგვიანებით საფრანგეთში ჰქონდათ.