ჯულია ფოქსთან დაშორებისთანავე კანიე ვესტმა კიმ კარდაშიანს ვარდები გაუგზავნა

ჯულია ფოქსთან დაშორებისთანავე კანიე ვესტმა კიმ კარდაშიანს ვარდები გაუგზავნა

2-თვიანი ურთიერთობის შემდეგ ჯულია ფოქსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კანიე ვესტს დაშორდა. მსახიობის თქმით, ის და კანიე ისევ კარგი მეგობრები არიან, თუმცა მიხვდა, რომ მომღერალი არ უყვარდა და ამიტომ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა.

ასე აღმოჩნდა კანიე ვესტი ვალენტინობაზე შეყვარებულის გარეშე და გადაწყვიტა, ყოფილის გული მოეგო. მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი ახლა პიტ დევიდსონს ხვდება, კანიე ვესტმა მას ვარდებით სავსე სატვირთო სახლში მაინც გაუგზავნა. შემდეგ კი ეს ყველაფერი კანიე ვესტმა ინსტაგრამზეც განათავსა და საჩუქრის შესახებ საზოგადოებას აცნობა.

კანიე ვესტი ვალენტინობაზე კიმს ვარდებს ხშირად ჩუქნიდა და ერთხელ ყვავილებთან ერთად ცნობილი საქსოფონისტი Kenny G-ც მიიწვია. თუმცა მაშინ ეს ყველაფერი უცნაური არ იყო, ახლა კი კიმთან განქორწინების პროცესშია.

მიუხედავად კანიეს შემოტევებისა, კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი დაშორებას არ აპირებენ და ვალენტინობის დღეც ერთად გაატარეს. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.