ცნობილი მსახიობების შვილებს თავიანთი მშობლების ტელეეკრანებზე ნახვა ძალიან მოსწონთ. თუმცა, როგორც ჩანს, ჯეისონ მომოამ მკაცრი საზღვრები დააწესა იმის შესახებ, მისი მონაწილეობით რომელი ფილმის ნახვის უფლება აქვთ მსახიობის შვილებს და რომლის — არა.
ჯეისონ მომოას ლიზა ბონეტისგან ორი შვილი ჰყავს და მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ, მართალია, მისი 14 და 12 წლის შვილები მსახიობის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ მათ მხოლოდ მამის ბოლო პერიოდის ნამუშევრების ნახვის უფლება აქვთ.
"მათ ბევრი ფილმი აქვთ ნანახი, რომლებშიც მამა მონაწილეობს. თუმცა ჩემი ადრეული ნამუშევრების ნახვის უფლება არ აქვთ. პრობლემა არ იქნება, თუ Dune-ს ან Sweet Things-ს უყურებენ, მაგრამ სერიალ მაშველების ნახვა სასტიკად აკრძალულია", — ამბობს ჯეისონ მომოა.
მაშველები 1999-2001 წლებში ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი იყო, რომელშიც მომოა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. რაც შეეხება მომოას ყველაზე ცნობილ სერიალ Game of Thrones, მსახიობი შვილებს ამ ეტაპზე არც მისი ყურების უფლება აძლევს.
მსახიობის თქმით, შვილები სუპერგმირების შესახებ ფილმებს თავისუფლად უყურებენ. მომოას შვილები Justice League-ისა და Aquaman-ის გადასაღებ მოედანს ხშირად სტუმრობდნენ და ფილმის ინვენტარით თამაშის უფლებაც ჰქონდათ. "ვფიქრობ, რომ ბავშვები ამ ფაქტით ძალიან ბედნიერები იყვნენ", — განაცხადა მომოამ.