კანადელი რეჟისორი და პროდიუსერი აივან რაიტმანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 76 წლის იყო. რეჟისორის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაიტმანი საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა.
რაიტმანის ყველაზე ცნობილ ფილმებია: „მოჩვენებებზე მონადირეები“, „ტყუპი“, „ჯუნიორი“, „ევოლუცია“, „საბავშვო ბაღის პოლიციელი“. პროდიუსერის რანგში კი მუშაობდა სურათებზე: „ბეთჰოვენი“, „კოსმოსური ჯემი“, „მომკალი ნაზად“, „ევროტური“ და ა.შ.