რამდენიმე კვირის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის „ჩელსიში“ გადაბარგდება. კულუარული ცნობით, „განსაკუთრებულის“ ყოფილ გუნდს სათავეში პარიზული კლუბის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი ჩაუდგება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან „პარი სენ ჟერმენს“ კლუბი „მალაგას“ თავკაცი პელეგრინი უხელმძღვანელებდა. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
დღეს დილით გამოცემამ „L’Equipe” გაავრცელა ცნობა, რომ „პსჟ“-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო მოლაპარაკებას ერთდროულად სამ ფეხბურთის სპეციალისტთან აწარმოებს. ესენი არიან: რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი და ფაბიო კაპელო. საინტერესოა რომ თითოეულ მათგანს თავიანთ გუნდებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.
ლუჩანო სპალეტი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელია, რობერტო მანჩინი სათავეში „მანჩესტერ სიტის“ უდგას, ფაბიო კაპელო კი რუსეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს.
ზემოთდასახელებული ფაქტორი პარიზული კლუბის წარმომადგენლებს არ აღელვებთ. ისინი მზად არიან რომ სასურველი მწვრთნელის გადმოსაბირებლად სოლიდური ჯარიმა გადაიხადონ.
ფრანგული მას-მედიის მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ ახალ თავკაცად მაინც „ზენიტის“ იტალიელი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი უნდა განვიხილოთ.