იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი - ეტნა გააქტიურდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა.

კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.