დუა ლიპა ირჩევს “ბალენსიაგას” – ვარსკვლავმა Future Nostalgia-ს ტურნესთვის ბრენდის ნეონისფერი სამოსი მოირგო

დუა ლიპა ირჩევს “ბალენსიაგას” – ვარსკვლავმა Future Nostalgia-ს ტურნესთვის ბრენდის ნეონისფერი სამოსი მოირგო

Future Nostalgia გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რიგით მეორე სტუდიური ალბომია, რომელიც დუა ლიპამ 2020 წლის 27 მარტს გამოუშვა. პროექტში 70-იანი წლების დისკოსა და 80, 90-იანი წლების პოპჟღერადობა იგრძნობა, რომელმაც მსმენელი უფრო ბრწყინვალე, პოსტ-კორონავირუსული სამყაროსთვის დამახასიათებელ სამყაროში გადაიყვანა.

შემსრულებელმა ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა, რომ თავდაპირველად შეშინებული იყო და ფიქრობდა, რომ გლობალური პანდემიის დროს არსებული რთული ვითარების ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი იტანჯებოდა, მსგავსი შინაარსის ალბომის გამოშვება შეუფერებელი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვარსკვლავმა ევროპასა და ამერიკაში დაგეგმილი ტურნეების უმრავლესობა გააუქმა, რამდენიმე კონცერტის ჩატარება მაინც მოახერხა.

Future Nostalgia-ს ტურნე ამჯერად დუა ლიპასთვის ამჯერად პრიორიტეტულია, ვარსკვლავმა გასული დღეების განმავლობაში ფლორიდაში არაერთი კონცერტი ჩაატარა.

სცენაზე ბალენსიაგას მწვანე სამოსი მოირგო ბრენდის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან.