მსახიობ ნიკ კენონს, რომელიც მერვე შვილს ელოდება, ვალენტინობისთვის პრეზერვატივების ვენდინგ მანქანა აჩუქეს

მსახიობ ნიკ კენონს, რომელიც მერვე შვილს ელოდება, ვალენტინობისთვის პრეზერვატივების ვენდინგ მანქანა აჩუქეს

ვალენტინობის დღეს საჩუქრებს, როგორც წესი, რომანტიკული პარტნიორები ჩუქნიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ამერიკელი მსახიობისა და რეპერისთვის, ნიკ კენონისთვის, სიურპრიზის გაკეთება უცნობმა ადამიანმაც გადაწყვიტა. კენონს, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზერვატივებით სავსე ვენდინგ მანქანა აჩუქეს.

"როგორც ჩანს, ვიღაცამ ვალენტინობის საჩუქარი ნაადრევად გამომიგზავნა", — წერს მსახიობი ინსტაგრამზე, — "პრეზერვატივებით სავსე ვენდინგ მანქანა".

თუმცა, ამ ამბის ყველაზე სახალისო ნაწილი სულ სხვაა.

საქმე ისაა, რომ კენონმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა ოჯახში მატების შესახებ — მსახიობი მერვე შვილს ელოდება თავის პარტნიორთან, მოდელ ბრე ტისისთან ერთად.

"მე თვითონაც დიდი ოჯახიდან ვარ და ბევრი დედმამიშვილი მყავს", — აღნიშნავს კენონი, — "არცთუ ტრადიციულ ოჯახში, ხანდახან ბებია-ბაბუასთან გაზრდამ, ბავშვები და ოჯახი განსაკუთრებულად შემაყვარა. მეც მინდა დიდი ოჯახი. უფალმა მიწყალობა, რაც ვთხოვე; ითხოვდეთ და მოგეცემათ".

კენონმა შვილებთან ურთიერთობის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათთან ერთად ყოფნას დიდ დროს უთმობს.

"როცა არ ვმუშაობ, მთელი ჩემი ყურადღება მათკენაა მიმართული. ეს კარგიცაა, რადგან ზედმეტ თავის ტკივილს მარიდებს; ან ვმუშაობ, ან ბავშვებთან ვთამაშობ", — დასძენს მსახიობი.