დიდ ბრიტანეთში მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება The BRIT Awards გაიმართა. ღონისძიებას 33 წლის ინგლისელი მომღერალი ადელი დაესწრო, რომელმაც ჯილდო სამ კატეგორიაში მოიპოვა.
პოპვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე “არმანის” კაბით გამოჩნდა.
ადელის გამოჩენამ საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არმანის დახვეწილი კაბის პარალელურად ადამიანების ყურადღება ნიშნობის ბეჭედმა მიიქცია.
შეგახსენებთ, რომ ადელი უკვე რამდენიმე თვეა მეგობარ ბიჭს, რიჩ პოლს ხვდება.
ნიშნობასთან დაკავშირებულით არსებული ინფორმაცია ვარსკვლავს ჯერ არ დაუდასტურებია.