ჯენიფერ ლოპესი Rolling Stone-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა

ჯენიფერ ლოპესი Rolling Stone-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Rolling Stone-ის მარტის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა.

ფოტოსესია ეძღვნება ჯენიფერ ლოპესის მიერ გადაღებული პირველი ფილმის „იქორწინე ჩემზე“ (Marry Me) გამოსვლას, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკიც დაწერა. ჟურნალის გარეკანზე ლოპესი Balmain-ის მიერ შექმნილი სამოსით წარდგა.

ფილმის გარდა, ლოპესმა ასევე ისაუბრა ბენ აფლეკთან ურთიერთობებზე.

„ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. ორივე გავიზარდეთ და შევიცვალეთ, თუმცა ისეთებიც დავრჩით, როგორებიც ადრე ვიყავით. ეს ყველაზე ძალიან მომწონს. ამ დროის განმავლობაში ორივემ ბევრი რამ ვისწავლეთ და ნამდვილი სიყვარულის მეორე შანსი მომეცა“, - ამბობს ჯენიფერ ლოპესი.