დიდ ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამ მთავარ ნომინაციაში ადელმა გაიმარჯვა - „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო სიმღერა“ და „წლის ალბომი“. ამგვარად, მომღერლის მიერ Brit Awards-ზე გამარჯვებების საერთო რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. რობი უილიამსის რეკორდამდე (13 გამარჯვება) მას სულ ცოტა დააკლდა.
ედ შირანი წლის სიმღერების საუკეთესო ავტორად აღიარეს, ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ რეპერმა Little Simz გაიმარჯვა. საუკეთესო ჯგუფი Wolf Alice-ი გახდა. როკ-ნომინაციაში სემ ფენდერმა გაიმარჯვა, პოპ შემსრულებლებს შორის საუკეთესო დუა ლიპა გახდა, საუკეთესო რეპერად კი Dave-ი დაასახელეს.
საერთაშორისო ნომინაციებში გამარჯვება მოიპოვეს: ბილი აილიშმა („წლის საერთაშორისო შემსრულებელი“), Silk Sonic-მა („წლის საერთაშორისო ჯგუფი“) და ოლივია როდრიგომ („წლის საერთაშორისო სიმღერა - Good 4 U“).
Brit Awards-ი 1977 წლიდან იმართება. „გრემისთან“ ერთად ის მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება.