დევიდ ბექჰემის თქმით, მისი ცოლი 25 წელია, ერთსა და იმავე საკვებს ჭამს

დევიდ ბექჰემის თქმით, მისი ცოლი 25 წელია, ერთსა და იმავე საკვებს ჭამს

ვიქტორია ბექჰემთან 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ მის ცოლს მკაცრად განსაზღვრული კვების რაციონი აქვს, რომელსაც ძალიან იშვიათად არღვევს. კერძოდ, ვიქტორია გრილზე შემწვარ თევზსა და ორთქლზე მოხარშულ ბოსტნეულს ჭამს, რაც დევიდის დღიური რაციონისგან ძალიან განსხვავდება.

"ღვინისა და გემრიელი საჭმლის მიმართ საკმაოდ ემოციური ვარ. როცა რამე გემრიელს ვჭამ, მინდა, რომ ყველამ გასინჯოს. სამწუხაროდ, იმ ადამიანზე ვარ დაქორწინებული, რომელიც 25 წელია ერთსა და იმავე საკვებს ჭამს და ჩვეულ დიეტას ძალიან იშვიათად არღვევს", — ამბობს დევიდ ბექჰემი.

დევიდმა და ვიქტორიამ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს და ორი წლის შემდეგ იქორწინეს. მთელი ამ დროის განმავლობაში დევიდის თქმით, ვიქტორიამ ჩვეული მენიუდან მხოლოდ ერთხელ გადაუხვია. "ერთნაირ კერძებს მხოლოდ მაშინ ვჭამდით, როცა ჩვენს უმცროს ვაჟზე იყო ორსულად. ეს ჩემი საყვარელი პერიოდი იყო, თუმცა ამის შემდეგ ერთნაირი კერძები აღარ გვიჭამია", — იხსენებს დევიდი.

როგორც დევიდ ბექჰემი აღნიშნავს, ოჯახისთვის გემრიელ კერძებს უმეტესად თავად ამზადებს. მისი თქმით, სამზარეულოში ყოფნა "ამშვიდებს" და კულინარიით გატაცებას თავის დედასა და ბებიას უკავშირებს, რომლებიც ყოველს საღამოს გემრიელ კერძებს უმზადებდნენ.