19 წლის ჯეკ სვინი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს - ილონ მასკს $50 ათასის გადახდას სთხოვს, - ამის შესახებ Sky წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ახალგაზრდას მისწერა და სთხოვა, გააუქმოს Twitter-ის გვერდი, რომელზეც პროაქტიულად აქვეყნებს მილიარდერის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების მარშრუტს. მასკი განმარტავს, რომ ეს მის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
გვერდის გაუქმების სანაცვლოდ, ახალგაზრდა $50 ათასს ითხოვს. მისი თქმით, ეს თანხა ძალიან გამოადგებოდა კოლეჯში სწავლისთვის, ან, თუნდაც - ავტომობილის შესაძენად.
უცხოური მედიის ცნობით, მასკის თვითმფრინავის მარშრუტის გასაჯაროებით, ჯეკ სვინი კანონს არ არღვევს, რადგან ის მონაცემებს თვითმფრინავების გადაადგილების საჯარო ვებგვერდზე დაყრდნობით ანახლებს, რომელიც ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომია.