მსოფლიოში არსებულ მყინვარებზე იმაზე 20%-ით ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ. ამას მოწმობს თანამგზავრებიდან გადაღებული ახალი ფოტოები, - წერს Al Jazeera Nature Geoscience-ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
მყინვარებზე ყინულის მასას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატება ამცირებს.
„ჩვენ ძალიან ღარიბი ცოდნა გვქონდა იმის შესახებ, თუ რამდენ ყინულს ინახავენ მყინვარები“, - ამბობს გრენობლის ალპების უნივერსიტეტის გლაციოლოგი, კვლევის ხელმძღვანელი რომან მილანი.