ინდური ფილმების ლეგენდარული ხმა - ლატა მანგეშკარი გარდაიცვალა

ინდური ფილმების ლეგენდარული ხმა - ლატა მანგეშკარი გარდაიცვალა

ინდური კინოს ცნობილი ხმა - მომღერალი და კომპოზიტორი ლატა მანგეშკარი 92 წლისა გარდაიცვალა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, ის გასული კვირის სამშაბათს, მუმბაის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.

მანგეშკარი ბოლივუდის „ოქროს ხანად“ წოდებული 1950-1970-იანი წლების სიმბოლოდ მიიჩნევა.

მას ინდოეთის ბულბულად და მელოდიის დედოფლად მოიხსენიებდნენ.

მისი ხმა ჟღერდა ინდურ ფულმებში - „მაწანწალა“ (Awara -1951), „ბატონი 420“ (Shri 420 - 1955), „ბობი“ (Bobby - 1973), „შურისძიება და კანონი“ (Sholay - 1975)...

1974 წელს მანგეშკარი გინესის რეკორდების წიგნში აღმოჩნდა და აღიარეს ერთადერთ მომღერლად, რომელსაც 25,000-ზე მეტი სოლო, დუეტი და საგუნდო შესრულება ჰქონდა ჩაწერილი.