ანტიპრემია „ოქროს ჟოლოს" ორგანიზატორებმა 2020 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. ამ პაროდიულ პრემიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ყველაზე უარყოფითად შეფასებული ნამუშევრებისთვის გადასცემენ.
„ყველაზე ცუდი ფილმის" კატეგორიაში მოხვდნენ სურათები: „დიანა: მიუზიკლი“, „უსასრულობა“, „კარენ“, კოსმოსური ჯემი: ახალი მემკვიდრეობა“, „ქალი ფანჯარაში“.
„ყველაზე ცუდი მსახიობი კაცის" წოდებისთვის „იბრძვიან": სკოტ ისტვუდი („სახიფათო“), როუ ჰარტემპფი („დიანა მიუზიკლი“), ლებრონ ჯეიმსი („კოსმოსური ჯემი: ახალი მემკვიდრეობა“), ბენ პლატი („ძვირფასო ევან ჰანსენ“), მარკ უოლბერგი („უსასრულობა“).
ნომინაციაში „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი“ კი წარდგენილნი არიან: ემი ადამსი („ქალი ფანჯარაში“), ჟანა დე ვაალი („დიანა: მიუზიკლი“), მეგან ფოქსი („შუაღამე ფეტვის ყანაში“), ტერი მენინგი („კარენი“), რუბი როუზი („შურისძიების ანგელოზი“).
დაჯილდოების ცერემონიის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ორგანიზატორების მას მოგვიანებით დაასახელებენ.