ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნება

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნება

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნება

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისტორიაში პირველად ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

მისი ინფორმციით, ლექციებს ჟურნალ Rolling Stone-ის ავტორი ბრიტანი სპენოსი კითხულობს.

კურსი 26 იანვარს დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. სტუნდენტები შეისწავლიან ტეილორ სვიფტის, როგორც მუსიკოსის ევოლუციას; პოპის და ქანთრის ჟანრების თავისებურებებს; ტეილორ სვიფტის შემოქმედების თაყვანისმცემელთა სუბკულტურის ფორმირებას; მუსიკალურ ინდუსტრიაში რასიზმის პრობლემებს; მედიისა და მუსიკალური ინდუსტრიის მიერ ახალგაზრდა გოგონების იმიჯის ექსპლუატირების შემთხვევებს.