ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში $11.7 მილიონის ღირებულების ოქროს კუბი დადგეს

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში $11.7 მილიონის ღირებულების ოქროს კუბი დადგეს

ნიუ-იორკში, ცენტრალური პარკის შუაგულში ოქროს კუბი დადგეს. მის შესაქმნელად 186 კილოგრამი სუფთა, 24-კარატიანი ოქრო გამოიყენეს, - ამის შესახებ New York Post-ი წერს.

„ეს არის ხელოვნების კონცეპტუალური ნამუშევარი თავისი ყველა ასპექტით. მისი შექმნის იდეა იყო, რაიმე ისეთის გაკეთება, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, რაც არამატერიალური და ხელშეუხებელია“, - ამბობს ნამუშევრის ავტორი ნიკლას კასტელო.

კუბი შვეიცარიაში, სპეციალურად მის დასამზადებლად შექმნილ ღუმელში, $11.7 მილიონის ღირებულების ოქროთი ჩამოასხეს.

„კუბი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სიმბოლოდ 21-ე საუკუნის განვითარებად კულტურულ ეკოსისტემას, რომელიც კრიპტოვალუტაზეა დაფუძნებული, და უძველეს სამყაროს შორის, სადაც ოქრო ბატონობდა“, - აცხადებს გალერისტი ლისა კენდჰოფერი.

ნამუშევარს დაცვის სამსახური დარაჯობს.