AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის „მოსიარულე მკვდრების ისტორიების“ მსახიობების ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერიალში ითამაშებენ: ენტონი ედვარდსი, პარკერ პოუსი, ტერი კრიუსი, პოპი ლიუ და ჯილიან ბელი. 6-ეპიზოდიანი სერიალი ანთოლოგიის პრინციპზე იქნება აწყობილი, თითო ეპიზოდს გადაიღებენ რეჟისორებ: ჰაიფაა ალ-მანსური, დებორა კამპმეიერი და ტარა ნიკოლ ვეირი, პროექტის პროდიუსერ მაიკლ სატრაზემისი კი დარჩენილ 6 სერიას გადაიღებს.
თითო სერიის ქრონომეტრაჟი 1 საათი იქნება, ახალ პერსონაჟებთან ერთად მასში „მოსიარულე მკვდრების“ სამყაროს ძველი გმირებიც გამოჩნდებიან. პროექტის პრემიერა AMC-სა და AMC+-ზე ზაფხულში შედგება.