ქეით მიდლტონმა რაგბი ითამაშა

ქეით მიდლტონმა რაგბი ითამაშა

კემბრიჯის ჰერცოგინია, ქით მიდლტონი ტვიკენჰემის სტადიონს ესტუმრა და, სპორტსმენებთან ერთად, რაგბიც ითამაშა, - ამის შესახებ People წერს.

40 წლის მიდლტონმა ამით რაგბის კავშირისა და სარაგბო ლიგის სამეფო მფარველის სტატუსის მიღება აღნიშნა.

„მისი უდიდებულესობა შეხვდა მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და მსაჯებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, ისაუბრეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში უნდა ჩატარდეს“, - აღნიშნულია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.