კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს კამპანიის ოფიციალური სახე გახდა

კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს კამპანიის ოფიციალური სახე გახდა

ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს კამპანიის ოფიციალური სახე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.

რეალითიშოუს ვარსკვლავი და სილამაზის მაგნატი, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სამოსში ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოჩნდა, ახლა ბრენდის ბოლო კამპანიის ოფიციალური სახე გახდა.

კამპანიის სურათები ფოტოგრაფ სტიფ მიჩელის მიერ, კარდაშიანის სახლშია გადაღებული. ინფორმაციის დასადასტურებლად Balenciaga-მ სურათები და ვიდეო ბრენდის Instagram-გვერდზე განათავსა.

როგორც კიმ კარდაშიანმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ის ამჯერად Balenciaga-ს ერაშია.

„ჩაცმულობის მხრივ მქონდა Balmain-ის, Givenchy-ის ერა ახლა კი Balenciaga-ს ერაა.. როდესაც დემნას მიერ შექმნილი სამოსი მაცვია, თავს კარგად ვგრძნობ. მნიშვნელობა არ აქვს რა მაცვია, ვიცი, რომ ეს სწორი არჩევანია, იმიტომ რომ მისი შექმნილია, ის კი საოცრად მაგარია“, - განაცხადა კარდაშიანმა.