ბორის ჯონსონი: რუს დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ

ბორის ჯონსონი: რუს დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება.

„მწარე რეალობა ის არის, რომ 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან არის კონცენტრირებული, რაც უკრაინის მიმართ მტრობის ყველაზე დიდი დემონსტრაციაა. 2014 წლიდან 13 000 უკრაინელი დაიღუპა. ცხადია, რომ უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრა პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფ იქნება. ჩემი აზრით, ეს ასევე იქნება სამხედრო კატასტროფა რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია რუსებს აუხსნან, რომ ომის შემთხვევაში, უკრაინის მძლავრი არმია ქვეყანას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ რუსეთის მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ უკრაინელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ. 200 ათასი უკრაინელი სამხედრო ძალიან მძლავრი ძალაა. რუს დედებს თავიანთი შვილების სიცოცხლე უნდა ახსოვდეთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.